ბავშვობიდან მიყვარდა სპორტი და ვცდილობდი აქტიური ვყოფილიყავი. დავდიოდი სხვადასხვა წრეზე, დავრბოდი, ვხტუნავდი, ვცდილობდი ფორმაში ვყოფილიყავი. ამიტომ, პირველი მშობიარობის შემდეგ ტანსაცმლის ზომა არ შემცვლია. თუმცა მეორე ბავშვის მერე, კვების პრინციპების არცოდნის გამო მოვიმატე დაახლოებით 10 კგ. ზედმეტი წონა. შემექმნა პრობლემები შენაგან მდგომარეობასთან, უხასიათობასთან დაკავშირებით. არაფერზე არ მყოფნიდა ენერგია, ვსვამდი ბევრ ყავას, თუმცა არ მშველოდა. ყველაფრის კეთება მინდოდა მჯდომარე მდგომარეობაში: ჩაცმა, სათამაშოების ალაგება, ბავშვის მოვლა. სეირნობის დროს ყოველთვის ვეძებდი ჩამოსაჯდომ ადგილებს. მეგონა, რომ ვიყავი უფრო ბავშვის ბებია, ვიდრე დედა!
ჯანსაღი წესით ცხოვრების კლუბში შევიტყვე ბევრი ახალი რამ დაბალანსებული კვების შესახებ, რისი გამოყენებაც დავიწყე და ცხოვრებაც ამ მომენტიდან შემეცვალა! გამიუმჯობესდა აღნაგობა, ვიგრძენი ენერგიის მოზღვავება, დავდექი შესანიშნავ ხასიათზე, გავხდი თავდაჯერებული. ისე ვიგრძენი ძალების მატება, რომ დავუბრუნდი სპორტს და ფიზიკურ აქტივობას, ეხლა უკვე ჩემს ვაჟთან ერთად დავრბივარ ერთმანეთის გადასწრებაზე. ვგრძნობ, რომ ვარ დედა და ახალგაზრდულად გამოვიყურები! ეხლა უკვე ვეწევი ჯანსაღი წესით ცხოვრების წესს და სწორი კვებითი ჩვევები შემომაქვს ჩემს ოჯახში. მადლობელი ვარ ჯანსაღი წესით ცხოვრების კლუბის და საკუთარი პერსონალური კონსულტანტის და ბედნიერი ვარ, რომ გავიხანგრძლივე საკუთარი ახალგაზრდობა!