Herbalife is the #1 weight management and well-being brand in the world.*

გირჩევთ დააგემოვნოთ

მეტი პროდუქტის ნახვა

სხეულის მასის ინდექსის გამომთვლელი

გაიგეთ, შეესაბამება თუ არა თქვენი სხეულის მასა ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღეთ პერსონალური რეკომენდაციები

Herbalife-ის პროექტები
მეტის გაგება

"Будь в форме" - იყავი ფორმაში

ინტერნეტ ჟურნალი აქტიური ცხოვრებისათვის
სტატიები აქტუალური და სასარგებლო იდეებით, შტაგონება და თანამოაზრეები - სიყვარულითა და სრული პასუხისმგებლობით თითოეულ სიტყვაზე!

ინსტაგრამ-გვერდი

@herbalife_nutrition_georgia
გამოიწერეთ Herballife nutrition-ის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი!ყველა "ექაუნთში"/ანგარიშში თქვენ იპოვით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას! გაიგეთ პირველებმა სიახლეები Herbalife-ის შესახებ!

YouTube

youtube.com/@Herbalife__RSM
ეს არის კომპანია Herbalife-ის რუსულენოვანი რეგიონის ოფიციალური არხი. აქ თქვენ იპოვით ინფორმაციას Herbalife-ის პროდუქციაზე, სასარგებლო ვიდეომასალას დაბალანსებულ კვებაზე, წონის კლებასა და პერსონალურ მოვლაზე; ასევე გაიგებთ უკანასკნელ სიახლეებს ჯანსაღი ცხოვრების სტილის ინდუსტრიის თაობაზე.

MyHerbalife.com

დამოუკიდებელი პარტნიორის პირადი ოთახი
პროდუქციის შეკვეთა და ბევრი სხვა რამ დამოუკიდებელი პარტნიორებისთვის. თუ თქვენ ჯერ არ ხართ ჩვენთან, მაშინ შემოგვიერთდით და დღესვე დაიწყეთ თავგადასავალი HERBALIFE-თან ერთად!

პროექტები დამოუკიდებელი პარტნიორებისთვის

სიახლეები

ყველა სიახლეები

Herbalife-მა 15 წლის იუბილეზე „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში „ოქროს ბრენდის“ ჯილდო მოიპოვა

გლობალურმა კვებისა და ველნეს კომპანიამ Herbalife-მა კიდევ ერთხელ მოიპოვა პრესტიჟული „ოქროს ბრენდის“ ჯილდო „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში. ეს კომპანიისთვის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ძლიერ პოზიციას საქართველოს ველნეს-ბაზარზე და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისადმი გრძელვადიან ერთგულებას. აღიარება Herbalife-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან წელს დაემთხვა – კომპანია საქართველოში საქმიანობის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონია საქართველოში ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა კატეგორიაში 50-მდე წამყვან ბრენდს აჯილდოებს. გამარჯვებულები შეირჩევიან უნივერსიტეტის პროფესორებისა და ლექტორების, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტების, საკონსულტაციო კომპანიებისა და დამოუკიდებელი ეკონომიკური ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული კვლევების, ასევე მომხმარებელთა გამოკითხვების საფუძველზე. ნომინირებული ბრენდები ფასდება ცნობადობის, ხარისხის, პოპულარობისა და საკომუნიკაციო აქტივობების ეფექტიანობის მიხედვით. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ზედიზედ მეხუთე წელია ‘ოქროს ბრენდის’ ჯილდოს ვიღებთ ‘დაბალანსებული კვების’ კატეგორიაში,“ – განაცხადა ირაკლი ჩაჩანიძემ, Herbalife-ის კავკასიის რეგიონის ბიზნესის განვითარების უფროსმა მენეჯერმა. – „ეს აღიარება არა მხოლოდ Herbalife-ის მრავალწლიანი საქმიანობის დაფასებაა საქართველოში, არამედ იმის დასტურიც, რომ ქართველი მომხმარებლები ენდობიან ჩვენს პროდუქტებს. ჯილდო დამატებით მოტივაციას გვაძლევს, როგორც ჩვენს გუნდს, ისე დამოუკიდებელ პარტნიორებს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელოთ საქმიანობა.“ Herbalife-ი მსოფლიო ბაზარზე 1980 წლიდან ოპერირებს, ხოლო საქართველოში მისი პროდუქცია 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი. დღეს კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მეცნიერებაზე დაფუძნებულ 2000-ზე მეტ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებას პასუხობს – ყოველდღიური დაბალანსებული კვებიდან დაწყებული, წონის კონტროლის პროგრამებით დასრულებული. ბოლო 15 წლის განმავლობაში Herbalife-მა საქართველოში პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა და მომხმარებლებს ინოვაციებსა და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ პროდუქტებს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი ფორმულა 1-ია – პროტეინის კოქტეილი, რომელიც საქართველოში ექვსი სხვადასხვა გემოთი არის წარმოდგენილი. წლების განმავლობაში Herbalife-ის პროდუქტებმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა, რაც ბრენდის ხარისხზე, ინოვაციებსა და სამეცნიერო განვითარებაზე მუდმივ ორიენტაციას უსვამს ხაზს. Herbalife-ი მჭიდროდ თანამშრომლობს მეცნიერებისა და კვების სპეციალისტების საერთაშორისო გუნდთან, რომელიც მუდმივად აკვირდება თანამედროვე ტენდენციებს და პროდუქციის ფორმულებს აუმჯობესებს. შედეგად, კომპანია რეგულარულად ანახლებს პორტფელს ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული პროდუქტებით. ამ მიმართულებით ერთ-ერთი სიახლეა Collagen Skin Booster-ი, რომელიც საქართველოში ახლახან გახდა ხელმისაწვდომი და კიდევ ერთხელ ასახავს Herbalife-ის ერთგულებას მეცნიერებაზე დაფუძნებული კვებისა და კეთილდღეობის მიმართ. კომპანიის ინოვაციური მიდგომა ციფრულ ველნეს გადაწყვეტილებებზეც ვრცელდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც Herbalife-ის გლობალური ბრენდ-ამბასადორია 2013 წლიდან, 10%-იანი წილი შეიძინა Pro2col™-ში — Herbalife-ის ახალი თაობის პერსონალიზებული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პლატფორმაში. Pro2col™ შექმნილია იმისთვის, რომ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომით ხელი შეუწყოს ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებასა და კეთილდღეობის შედეგების გაუმჯობესებას. პლატფორმა აერთიანებს პერსონალიზებულ რეკომენდაციებს და ველნეს მონიტორინგს, რაც მომხმარებლებს საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარება. რონალდუს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინოვაციების, პერსონალიზებული კვებისა და ჯანმრთელობის სერვისების უფრო ფართოდ ხელმისაწვდომობისადმი საერთო ხედვას. მეცნიერებაზე დაფუძნებული კვების, პროდუქციის უწყვეტი განვითარებისა და ახალი თაობის ტექნოლოგიებში ინვესტირების ერთობლიობა კიდევ უფრო აძლიერებს Herbalife-ის გრძელვადიან მისიას — დაეხმაროს ადამიანებს უფრო ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. სწორედ ეს მიდგომა განამტკიცებს კომპანიის პოზიციას, როგორც სანდო ველნეს-ბრენდის საქართველოში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

მეორე გამარჯვება GOLDEN BRAND-ში - HERBALIFE „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში საუკეთესო ბრენდად კიდევ ერთხელ დასახელდა

GOLDEN BRAND-ის გამარჯვებულები წინასწარი კვლევის შედეგად ვლინდება და კვლევაში მონაწილეობას 100-მდე ექსპერტი და მომხმარებლები იღებენ. ნომინირებული ბრენდები ცნობადობის, პოპულარობისა და მათი კრეატიული საკომუნიკაციო კამპანიების მიხედვით შეირჩევა. თბილისში ჩატარებული ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ BMG TV-სა და ბიზნეს ფორმულას სიუჟეტებში, ასევე Forbes.ge-ზე, BM.ge-სა და BPN.ge-ზე

HERBALIFE დაბალანსებული კვების კატეგორიაში GOLDEN BRAND-ის ჯილდოს მფლობელი უკვე მეორედ გახდა

Herbalife კრიშტიანუ რონალდუსთან თანამშრომლობას აგრძელებს - კომპანია სპორტსმენს კვების პროდუქტების მიმართულებით ასპონსორებს

Herbalife Nutrition-ის ფიტნეს ექსპერტმა, პაველ სიროიეჟკინმა ჯანსაღი ცხოვრების წესზე ისაუბრა

Herbalife Nutrition-მა, ტრადიციულად, თბილისი მარათონში მიიღო მონაწილეობა

გახდი კლიენტი