“Herbalife”-ის გლობალური ონლაინ კონფიდენციალობის პოლიტიკა

ბოლო რედაქციის თარიღი: 2020 წლის 30 ივნისი

“Herbalife”-ის მოცემული კონფიდენციალობის პოლიტიკა („პოლიტიკა”) ვრცელდება „Herbalife International of America, Inc.“-სა და მის ფილიალ და შვილობილ კომპანიებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც დაკავშირებულები არიან და ეყრდნობიან აღნიშნულ პოლიტიკას. ის ვრცელდება ყველა ინფორმაციაზე, რომელსაც აგროვებს „Herbalife“ თავისი ონლაინ პლატფორმებისა და მობილური აპლიკაციებიდან („საიტები“), სადაც მოცემული „კონფიდენციალობის პოლიტიკა“ გამოქვეყნდა. “Herbalife”-ის რამდენიმე ვებ-გვერდი ასევე დაკავშირებულია მათი საკუთარი ტერიტორიისთვის დამახასიათებელი კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების ონლაინ უწყებებთან, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას და ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამის მონაცემებს. ის ასევე ვრცელდება ინფორმაციაზე, რომელსაც „Herbalife“ აგროვებს ოფლაინ მეთოდებით. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, აღნიშნული „პოლიტიკა“ არ ვრცელდება “Herbalife”-ის დამოუკიდებელ დისტრიბუტორის („დისტრიბუტორი“ ან „Herbalife“-ის დისტრიბუტორი) მიერ შეგროვილ ინფორმაციაზე ან „დისტრიბუტორის“ მიერ უშუალოდ თქვენგან ან „Herbalife“-ის გარდა სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე, თუ შემდეგ არ მოხდება მისი გაზიარება და შენახვა “Herbalife”-ის მიერ.

აღნიშნული „კონფიდენციალობის პოლიტიკის“ მიზანია, მოახდინოს თქვენი ინფორმირება იმ სახის ინფორმაციის შესახებ, რომელიც შეიძლება შევაგროვოთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია, ვისთან შეიძლება მოხდეს ამ ინფორმაციის გაზიარება, თქვენი არჩევანის შესახებ ამგვარი ინფორმაციის შეგროვებასთან, გამოყენებასა და გაზიარებასთან დაკავშირებით, თქვენი შესაძლებლობის შესახებ ამგვარ ინფორმაციასთან წვდომასა და შეგროვებასთან დაკავშირებით და იმ უსაფრთხოების პროცედურების შესახებ, რასაც ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციის დასაცავად.

1. რა ინფორმაციას აგროვებს „Herbalife?“

„Herbalife“ შემოიფარგლება მხოლოდ იმ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებით, რომელიც ემსახურება ინფორმაციის შეგროვების მიზანს, პირდაპირ იქნება ეს თუ მესამე მხარეების საშუალებით, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი სახელით, ხოლო ჩვენ ყოველთვის ვაგროვებთ ინფორმაციას კანონიერი და სამართლიანი მეთოდების გამოყენებით, იმ იურისდიქციის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას.

ინფორმაცია, რომელსაც უშუალოდ ჩვენ გვაწვდით

სხვადასხვა გარემოებებში, თქვენ შეიძლება ინფორმაცია მიაწოდოთ პირდაპირ „Herbalife“-ს, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საკრედიტო ბარათის ინფორმაცია, საბანკო ინფორმაცია და ბიოგრაფიული ინფორმაცია (მათ შორის და არა მარტო, დაბადების თარიღი და ოჯახური მდგომარეობა). მაგალითად, თქვენ შეიძლება მოგვაწოდოთ ინფორმაცია „საიტების“ გამოყენებისას ან „Herbalife“-ის დისტრიბუტორად ან „Herbalife“-ის პრივილეგირებულ წევრად გახდომისას („პრივილეგირებული წევრი“). თუ თქვენ არ მოგვაწვდით მოთხოვნილ ინფორმაციას, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენთვის სასურველი მომსახურების გაწევას.

თუ თქვენ გაგვიმჟღავნებთ რაიმე ინფორმაციას სხვა პირის შესახებ, თქვენ უნდა გქონდეთ იმ პირის შესაბამისი თანხმობა აღნიშნული ინფორმაციის ჩვენთვის გაზიარებაზე.

ინფორმაცია თქვენი მოწყობილობისა და თქვენ მიერ საიტების გამოყენების შესახებ

ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ გარკვეული ინფორმაცია, როგორიცაა ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართები, ბრაუზერის ტიპი, ინტერნეტ სერვის პროვაიდერი (ISP), მიმართვის/გამოსვლის გვერდები, სამუშაო სისტემა, თარიღის/დროის შტამპები, თქვენი „საიტის“ აქტივობა (თქვენს მიერ ნანახი „საიტის“ შიგთავსის, მაუსის მოძრაობების, მაუსის დაწკაპუნებების, შეხებების, გაცურებებისა და თქვენ მიერ ნანახი ინფორმაციის ჩათვლით), და/ან მონაცემები საიტების ნახვის შესახებ ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა ტენდენციების ანალიზი, „საიტების“ ადმინისტრირება, „საიტების“ ფუნქციისა და შიგთავსის გაუმჯობესება და ჩვენი „პირობების“ დაცვა. ჩვენ ვიყენებთ სტანდარტულ ინტერნეტ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ქუქი ფაილები, ვებ-სიგნალები, სესიების გამეორება/ეკრანის სურათი და მსგავს ტექნოლოგიებს ამ ინფორმაციის შესაგროვებლად, როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ მოცემულ პარაგრაფში ქუქი ფაილების შესახებ.

ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, როგორიცაა თქვენი მობილური მოწყობილობის GPS კოორდინატები, ქსელის ანძიდან მიღებული ინფორმაცია და/ან WiFi სიგნალები. „Herbalife“-მა შეიძლება გამოიყენოს ეს ინფორმაცია „საიტების“, „კვების კლუბების“ ან “Herbalife”-ის სხვა პროდუქტებითა და მომსახურებებით სარგებლობასთან დაკავშირებით თქვენი გამოცდილების პერსონალიზაციისთვის. თუ არ გსურთ, რომ „Herbalife“-მა შეაგროვოს და გამოიყენოს ინფორმაცია თქვენი კონკრეტული გეოლოკაციის შესახებ, თქვენ შეგიძლიათ გათიშოთ ლოკაციის ფუნქცია თქვენს მოწყობილობაზე. ამის გასაკეთებლად, შეამოწმეთ თქვენი მოწყობილობის მწარმოებლის პარამეტრები.

ინფორმაცია მესამე მხარის წყაროებიდან

ჩვენ შეიძლება მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ საჯარო და კომერციულად ხელმისაწვდომი წყაროებიდან და სხვა მესამე მხარეებიდან. „დისტრიბუტორებმაც“ შეიძლება გაუზიარონ ინფორმაცია თქვენს შესახებ „Herbalife“-ს. თუ გაქვთ წვდომა მესამე მხარის სერვისებთან, როგორიცაა Facebook, Google, ან Twitter „საიტების“ მეშვეობით, „საიტებზე“ შესასვლელად ან „საიტებზე“ სხვებისთვის თქვენი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია აღნიშნული მესამე მხარის სერვისებიდან. ჩვენ შეიძლება გავაერთიანოთ შეგროვილი და თქვენგან მიღებული ინფორმაცია, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ, და გამოვიყენოთ ის ან გავამჟღავნოთ ის წინამდებარე „კონფიდენციალობის პოლიტიკაში“ აღწერილი მეთოდით.

ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ შემდეგი სახის პერსონალური ინფორმაცია თქვენს შესახებ ჩვენი „დისტრიბუტორებისგან“ იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციის მიწოდებას გადაწყვეტთ მათთვის: სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია გადახდის შესახებ და ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ (მათ შორის და არა მარტო, სიმაღლე, წონა, სხეულის წონისა და სიმაღლის ინდექსი).

2. როგორ შეიძლება გამოიყენოს „Herbalife“-მა ჩემი ინფორმაცია?

თქვენ შესახებ შეგროვილ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის: თქვენთვის პროდუქციის მოწოდების, თქვენს მიერ მოთხოვნილი მომსახურებისა და დახმარების გასაწევად; თქვენი ტრანზაქციების დასამუშავებლად და შეკვეთების ტრანსპორტირებისთვის; თქვენთან დასაკავშირებლად თქვენი ანგარიშის ან ტრანზაქციების, ჩვენს პოლიტიკაში ცვლილებების შესახებ და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებთან, ან თქვენს კითხვებთან და კომენტარებთან დაკავშირებით; თქვენი ინტერესების უკეთ გასაგებად თქვენთვის სარეკლამო ინფორმაციის, შესაბამისი შიგთავსის, კვლევების, კითხვარებისა და სხვა მასალების მოსაწოდებლად; ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და ოპერაციების გასაუმჯობესებლად; ჩვენი კომპანიის პოლიტიკასთან და წესებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ან როგორც ჩვენი შეხედულებით საჭირო იქნება სამართლებრივი უფლებების, კონფიდენციალობის, ჩვენი და სხვების უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად, განსახორციელებლად ან მხარდასაჭერად. ჩვენ ასევე ვიყენებთ ამ ინფორმაციას „Herbalife“-ის დისტრიბუტორების მიერ გაყიდვების შესამოწმებლად, „Herbalife“-ის დისტრიბუტორების დასახმარებლად, მოიძიონ, დაუკავშირდნენ და შეამოწმონ მომხმარებლები ჩვენს სისტემებში და “Herbalife”-ის შესაბამისი მიზნებისთვის. ამ მიზნებისთვის „Herbalife“ ან მისი უფლებამოსილი მესამე მხარეები შეიძლება დაგიკავშირდნენ უშუალოდ თქვენ, ქვემოთ აღწერილი კონტაქტის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

„Herbalife“-მა ასევე შეიძლება გამოიყენოს ეს ინფორმაცია „პრივილეგირებული წევრებისა“ და „დისტრიბუციის“ მუშაობის მხარდასაჭერად და „Herbalife“-ის გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის ჯეროვანი ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. მაგალითად, ინფორმაცია „პრივილეგირებული წევრების“ შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენს პროდუქტზე ფასდაკლების მხარდასაჭერად, გამოსათვლელად და მონიტორინგისთვის და თქვენთვის სპეციალური აქციების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად. ინფორმაცია „Herbalife“-ის დისტრიბუტორების შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფასდაკლებების, შემოსავლისა და ბონუსების მხარდასაჭერად, გამოსათვლელად და მონიტორინგისთვის, გასამრჯელოს გასაცემად და საგადასახადო სამსახურებისთვის შემოსავლის საანგარიშო ბალანსისთვის, ტრენინგის ჩასატარებლად და მოქმედ კანონმდებლობასთან და კომპანიის პოლიტიკასთან, გეგმებთან და შეთანხმებებთან, მათ შორის „დისტრიბუციის გამოყენებასა და შეთანხმებასთან“ შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი ინფორმაცია იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება: თქვენთვის მომსახურების გასაწევად; სხვა კანონიერი ბიზნეს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა „გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის“ ჯეროვანი ფუნქციონირების შესანარჩუნებლად; ჩვენი შესაბამისობისა და კანონიერი ვალდებულებების შესასრულებლად; და დავების გადასაჭრელად და ჩვენი შეთანხმებების, მათ შორის „სადისტრიბუციო შეთანხმებების“ განსახორციელებლად.

3. ვის უზიარებს „Herbalife“ ჩემს ინფორმაციას?

შვილობილი კომპანიები და პარტნიორები

ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ზემოთ 1-ლ ნაწილში აღწერილი პერსონალური ინფორმაცია ჩვენს შვილობილ კომპანიებს (კომპანიები, რომლებიც აკონტროლებენ, კონტროლდებიან, ან არიან, “Herbalife”-ის კონტროლის ქვეშ), ასევე როგორც არჩეულ პარტნიორებს. იმის მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ამ კომპანიებმა გამოიყენონ თქვენი ინფორმაცია, მოიცავს ვარაუდების გამოთქმას თქვენი ინტერესების შესახებ და თქვენთვის სპეციალური შეთავაზებების, აქციების, რეკლამებისა და სხვა მასალების წარმოდგენას.

მიმწოდებლები და სერვის პროვაიდერები

ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ზემოთ 1-ლ ნაწილში აღწერილი პერსონალური ინფორმაცია მიმწოდებლებსა და სერვის პროვაიდერებს, რომლებიც ჩვენი სახელით ასრულებენ ფუნქციებს. ამგვარი ფუნქციების მაგალითები მოიცავს შეკვეთების შესრულებას, შეფუთვების მიწოდებას, ელფოსტის ადმინისტრაციულ ფუნქციებს, საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებების დამუშავებას, მომხმარებლის მომსახურების უზრუნველყოფას და ბაზრის კვლევას. მიმწოდებლებმა და სერვის პროვაიდერებმა უნდა დაამუშაონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია “Herbalife”-ის ინსტრუქციების შესაბამისად და მათ ეკრძალებათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ან გამჟღავნება რაიმე სხვა მიზნისთვის.

„Herbalife“-ის დამოუკიდებელი დისტრიბუტორები

თუ თქვენ „Herbalife“-ის დისტრიბუტორი, „პრივილეგირებული წევრი“ ან „მომხმარებელი“ ხართ, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია „Herbalife“-ის სხვა დისტრიბუტორებს, მათ შორის „ხაზობრივი ანგარიშის“ ნაწილის სახით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას (როგორიცაა სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, დონე ან წოდება და გაყიდვების მოცულობა და სტატისტიკა) „Herbalife“-ის ქვედა დონეზე მდგომ სხვა „დისტრიბუტორებსა“ და „პრივილეგირებულ წევრებს“. (ქვედა დონეზე მდგომი ორგანიზაციები მოიცავს ყველა იმ „დისტრიბუტორსა“ და „პრივილეგირებულ წევრს“, რომლებსაც პერსონალურად ასპონსორებს კონკრეტული „დისტრიბუტორი“ და, თავის მხრივ, შემდგომი „დისტრიბუტორების“ მიერ დასპონსორებულ ყველა სხვა პირს.) რამდენადაც „ხაზობრივი ანგარიში“ შეიცავს შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირებიდან მიღებულ მონაცემებს, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები ამ მონაცემების დასაცავად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. „ხაზობრივი ანგარიშები“ „დისტრიბუტორებს“ მიეწოდებათ მკაცრი კონფიდენციალობის დაცვით და მხოლოდ „დისტრიბუტორების“ მხარდაჭერის მიზნით მათი “Herbalife”-ის საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის, მარკეტინგის ინსტრუმენტებისა და პლატფორმების გამოყენების ჩათვლით.

ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია „დისტრიბუტორებს“ თქვენთვის პროდუქტებისა და სერვისების შემოსათავაზებლად და უზრუნველსაყოფად, ხოლო ამ „დისტრიბუტორებმა“ შეიძლება შემდგომ გააზიარონ თქვენი ინფორმაცია, როგორც აღწერილია მათი კონფიდენციალობის პოლიტიკაში. მაგალითად, თუ იყენებთ ჩვენს რამდენიმე „საიტს“, როგორიცაა GoHerbalife.com და ჩვენი „წონის კლების გამოწვევის საიტს“ (herbalifewlc.com), თქვენი ინფორმაცია შეიძლება გაზიარებულ იქნას ერთ ან მეტ „დისტრიბუტორთან“, რომლებიც ემსახურებიან ამ საიტებს. მსგავსადვე, თუ მონაწილეობთ „კვების კლუბში“, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია რომელიმე „დისტრიბუტორს“, რომელიც მუშაობს „კვების კლუბში“. ჩვენ ასევე შეიძლება გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია „დისტრიბუტორებს“ ისე, რომ მათ შეძლონ თქვენთვის უფრო ინდივიდუალური მომსახურების გაწევა, როგორიცაა რეკომენდაციების მოცემა ისეთ პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც ყველაზე მეტად შესაფერისია თქვენთვის. „Herbalife“-ის დისტრიბუტორებს, რომლებიც იღებენ თქვენს ინფორმაციას, ეკისრებათ ვალდებულება მათი „სადისტრიბუციო ხელშეკრულების“ პირობებითა და მასში გათვალისწინებული მონაცემთა დაცვის შეთანხმებებით. ზოგიერთი ეს „დისტრიბუტორი“ შეიძლება მდებარეობდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ვერ გთავაზობენ კონფიდენციალობის დაცვის იგივენაირ ან მსგავს დონეს, როგორიც თქვენს ქვეყანაშია.

თუ „კვების კლუბში“ მუშაობთ, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ამ „კლუბის“ მდებარეობა „პრივილეგირებულ წევრებს“, „მომხმარებლებს“ და „Herbalife“-ის სხვა დისტრიბუტორებს.

ინფორმაციის სამართლებრივი და შესაბამისი გამჟღავნება

ჩვენ ასევე შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი ინფორმაცია: როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით, რაც გულისხმობს სასამართლოში გამოძახების, სამართალწარმოების წესის, ან მსგავსი იურიდიული პროცესის, მათ შორის უფლებამოსილი მესამე მხარის აუდიტორებისთვის ინფორმაციის გამჟღავნების წესის დაცვას; ან თუ ჩვენ კეთილსინდისიერად ვფიქრობთ, რომ ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია თქვენი უფლებების, თქვენი უსაფრთხოების ან სხვების უსაფრთხოების დასაცავად, თაღლითობის გამოსაძიებლად ან პრევენციისათვის, ან მთავრობის მოთხოვნაზე რეაგირებისათვის.

ბიზნესის გადაცემები

ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია, თუ „Herbalife“ ჩართულია გაერთიანების, შეძენის, ან გაყიდვის ან აქტივების გადაცემის ან გაკოტრების არასარწმუნო პროცესში.

სხვა მხარეები თქვენი თანხმობით

მოცემულ „კონფიდენციალობის პოლიტიკაში“ აღწერილი ინფორმაციის გამჟღავნების გარდა, ჩვენ ასევე შეიძლება გავუზიაროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია მესამე მხარეებს რაიმე სხვა მიზნისთვის, რომლის შესახებაც თქვენ გაცნობეს ინფორმაციის შეგროვების დროს ან თქვენი თანხმობის ან მითითების თანახმად.

4. როგორ დამიკავშირდება „Herbalife“?

„Herbalife“ შეიძლება რეგულარულად დაგიკავშირდეთ ელფოსტის, ჩვეულებრივი ფოსტის, ტელეფონის, ტექსტური შეტყობინების ან სხვა საშუალებით მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად და/ან თქვენი „Herbalife-ის“ ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით (თუ თქვენ „დისტრიბუტორი“ ხართ). კლიენტთა გაყიდვების დასადასტურებლად, „Herbalife“ შეიძლება რეგულარულად დაგიკავშირდეთ ელფოსტის, ჩვეულებრივი ფოსტის, ტელეფონის, ტექსტური შეტყობინების ან სხვა საშუალებით (თუ თქვენ „კლიენტი“ ხართ).

გარდა ამისა, თქვენ შეიძლება პერიოდულად მიიღოთ ინფორმაცია “Herbalife”-ის ბიზნესის, პროდუქტების, სერვისების, სპეციალური გარიგებებისა და „Herbalife Family Foundation“-ის შესახებ ზემოთ აღწერილი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით. „Herbalife“-ის დისტრიბუტორებმა და „პრივილეგირებულმა წევრებმა“ შეიძლება გამოიყენონ კომუნიკაციის გარკვეული საშუალებები თავიანთი MyHerbalife-ის გამოწერის ცენტრში. გარდა ამისა, თქვენ შეიძლება გამოიყენოთ ამ ტიპის კომუნიკაციის საშუალებები „კომუნიკაციის“ ნაწილში მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 866-866-4744.

5. არის თუ არა ჩემი პერსონალური ინფორმაცია დაცული?

ჩვენ ვდგამთ გონივრულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს მიერ შეგროვილი პერსონალური ინფორმაცია იყოს ზუსტი, დროული და დაცული. სამწუხაროდ, მონაცემების გადაცემა ინტერნეტით ვერ იქნება 100%-ით უსაფრთხო და სანამ ჩვენ ვცდილობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას, ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ მის სრულ უსაფრთხოებას.

6. როგორ შეიძლება მქონდეს წვდომა ან შევასწორო ჩემი ინფორმაცია?

„Herbalife“ აფასებს თქვენ მიერ თქვენი ინფორმაციის კონტროლს. ზოგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება ეწვიოთ ჩვენს ერთ ან მეტ „საიტს“ გარკვეული ინფორმაციის შესამოწმებლად და გასაახლებლად (მაგალითად, გარკვეული „დისტრიბუტორის“ და „პრივილეგირებული წევრის“ ანგარიშის ინფორმაცია MyHerbalife-ზე). მოთხოვნისთანავე, ჩვენ დაგიდასტურებთ, ვინახავთ თუ ვამუშავებთ თქვენგან შეგროვილ ინფორმაციას. თქვენ უფლება გაქვთ, შეასწოროთ ან განაახლოთ არაზუსტი ან არასრული პერსონალური ინფორმაცია, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა ან მოითხოვოთ, რომ აღარ გამოვიყენოთ ის. გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას, თუ ის ხელს უშლის ჩვენს ნორმატიულ ვალდებულებებს, გავლენას ახდენს სამართლებრივ საკითხებზე, ვერ ვადგენთ თქვენს პიროვნებას, ან ის მოიცავს არაპროპორციულ ხარჯებს ან მცდელობას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს მოთხოვნას გონივრულ ვადაში და მოგაწვდით ახსნა-განმარტებას. მოთხოვნებზე ჩვენი სტანდარტული პასუხის დრო არის 30 დღე. პერსონალურ ინფორმაციაზე მოთხოვნების გასაკეთებლად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ონლაინ ან ოფლაინ რეჟიმში, ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენებით.

შეიტანეთ თქვენი მოთხოვნა აქ: https://privacyportal.onetrust.com/webform/46601746-6006-4c21-88ec-15dfa5b7dcdc/349bb89d-7008-46f7-b765-717966e11235

7. საერთაშორისო გადაცემები.

„საიტების“ სათაო ოფისები მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით ან რომელსაც მოვიპოვებთ თქვენ მიერ „საიტების“ გამოყენების შედეგად, შეიძლება შეგროვდეს თქვენს ქვეყანაში და შემდგომ გადაიგზავნოს სხვა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. „საიტების“ გამოყენება გამოხატავს თქვენს თანხმობას ინფორმაციის დამუშავებაზე ისე, როგორც ეს აღწერილია მოცემულ „პოლიტიკაში“.

8. ინფორმაცია ბავშვების შესახებ.

„საიტები“ ვებ-გვერდებია ფართო აუდიტორიისათვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენ განზრახ არ ვაგროვებთ, ვიყენებთ ან ვავრცელებთ პერსონალურ ინფორმაციას 13 წლამდე ასაკის ბავშვებისგან, თუ ეს კანონით არ არის ნებადართული. თუ ფიქრობთ, რომ „საიტებზე“ ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ პერსონალური ინფორმაცია ბავშვისგან, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე privacy@herbalife.com და ჩვენ ვეცდებით წავშალოთ ის ჩვენი ჩანაწერებიდან, თუ ამას მოითხოვს კანონი.

9. ქუქი ფაილები და მონიტორინგი.

„Herbalife“, ასევე გარკვეული მესამე მხარეები, რომლებიც უზრუნველყოფენ შიგთავსსა და ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ჩვენს „საიტებზე“, იყენებს ქუქი ფაილებს, ვებსიგნალებს, სესიის გამეორებას/ეკრანის სურათს და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, ტენდენციების ანალიზისთვის, ვებ-გვერდის ადმინისტრირებისთვის, „საიტებზე“ მომხმარებლების გადაადგილების მონიტორინგისთვის და დემოგრაფიული ინფორმაციის მოსაგროვებლად, ჩვენი სამომხმარებლო ბაზის, როგორც ერთი მთლიანის შესახებ.

ქუქი ფაილები მცირე მოცულობის ინფორმაციაა, რომლებიც ინახება კომპიუტერის მყარ დისკებზე. ქუქი ფაილი საშუალებას აძლევს პირს, რომელიც განათავსებს ქუქი ფაილს თქვენს მოწყობილობაზე, მოახდინოს მისი იდენტიფიცირება სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, სერვისებში, მოწყობილობებსა და ვებ-სესიებში. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ქუქი ფაილები თქვენი იდენტიფიცირებისთვის, როდესაც დაბრუნდებით „საიტებზე“ იმისათვის, რომ უფრო მოგეწონოთ ის. ჩვენ შეიძლება უფლება მივცეთ მესამე მხარეებს გამოიყენონ ქუქი ფაილები „საიტებზე“, მაგრამ ჩვენ არ ვაკონტროლებთ მესამე მხარის მიერ ქუქი ფაილების გამოყენებას ან მათ შიგთავსს. ვებ ბრაუზერები ხშირად საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ ბრაუზერის კონფიგურაცია ყველა ქუქი ფაილის მისაღებად, უარსაყოფად ან თქვენი ინფორმირებისათვის, ქუქი ფაილის გაგზავნის შემდეგ. თუ თქვენ აირჩევთ ან უარყოფთ ქუქი ფაილებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ შეიძლება სრულად ვერ ისარგებლოთ „საიტების“ თვისებებითა და ფუნქციებით. ქუქი ფაილების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოთ ისინი, გთხოვთ ეწვიოთ www.allaboutcookies.org/.

ვებ-სიგნალები და მსგავსი ტექნოლოგიები წარმოადგენს კოდის პატარა ფრაგმენტებს, რომლებიც გათვალისწინებულია ვებ-გვერდებში, რეკლამებსა და ელფოსტის მისამართებში, რომლებიც დაკავშირებულია მესამე მხარეებთან. ჩვენ ვიყენებთ ვებ-სიგნალებს, მაგალითად, მომხმარებლების რაოდენობის დასათვლელად, რომლებიც ესტუმრნენ კონკრეტულ ვებ-გვერდს, ქუქი ფაილების მისაწოდებლად ან მათთან დასაკავშირებლად და გამოყენების შაბლონების გასაგებად. ჩვენ ასევე შეიძლება ვებ-სიგნალები ჩავრთოთ ელ-ფოსტის მისამართებში იმის გასაგებად, მოხდა თუ არა შეტყობინებების გახსნა, დამუშავება ან გადამისამართება.

არსებობს სხვა ადგილობრივი მეხსიერებისა და ინტერნეტ ტექნოლოგიები, როგორიცაა „ადგილობრივად გაზიარებული ობიექტები“ (ასევე მოხსენიებული როგორც „ფლეშ-ქუქი ფაილები“), HTML5 ადგილობრივი მეხსიერება და ჩასმული სკრიპტები, რომლებიც შეიძლება მუშაობდნენ ზემოთ განხილული ქუქი ფაილების მსგავსად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ტექნოლოგიები განსხვავდებიან ქუქი ფაილებისგან და თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ მათი კონტროლი სტანდარტული ბრაუზერის ინსტრუმენტებისა და პარამეტრების გამოყენებით. „ფლეშ-ქუქი ფაილების“ მართვის შესახებ ინფორმაციის სანახავად გთხოვთ დააწკაპუნოთ www.adobe.com/privacy.html. Adobe ანალიტიკის შესახებ მეტი ინფორმაციისა და უარყოფისთვის, დააწკაპუნეთ www.adobe.com/privacy.html.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ Bluetooth სიგნალის ტექნოლოგია „კვების კლუბის“ გამოცდილების გასაუმჯობესებლად. მობილურმა მოწყობილობებმა, რომლებშიც გააქტიურებულია Bluetooth, შეიძლება მიიღონ სიგნალი, სიგნალის დიაპაზონში. სიგნალების მიღება ვერ მოხდება, თუ მომხმარებელი არ ჩართავს Bluetooth-ს, დააინსტალირებს “Herbalife”-ის მობილურ აპლიკაციას და გაააქტიურებს push-შეტყობინებებს. სიგნალის ფუნქციონალობა შეიძლება ითვალისწინებდეს შეტყობინებებს, მომხმარებლის რეგისტრაციასა და ანგარიშსწორებებს. თქვენ შეგიძლიათ გათიშოთ სიგნალის ფუნქციონალობა აპლიკაციის პარამეტრებში.

10. არ მოახდინოთ მონიტორინგი.

ვებ-ბრაუზერების საშუალებით თქვენ შეიძლება გააგზავნოთ „არ მოახდინოთ მონიტორინგის“ მოთხოვნები. ამჟამად ჩვენ არ ვიღებთ ზომებს „არ მოახდინოთ მონიტორინგი“ სიგნალებზე რეაგირებისთვის, ვინაიდან ჯერ არ არსებობს სამრეწველო სტანდარტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ვებ-გვერდებმა, თუ ისინი მიიღებენ ამგვარ სიგნალებს. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი ტექნოლოგიების მიმოხილვას და შეიძლება მივიღოთ სტანდარტი თუ და როდესაც ის შეიქმნება.

11. ონლაინ რეკლამა.

ჩვენ შეიძლება განვათავსოთ რეკლამა ჩვენს ვებ-გვერდზე და დავიწყოთ თანამშრომლობა მესამე მხარეებთან სხვა ვებ-გვერდებზე ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების რეკლამების ორგანიზებისთვის. ჩვენ ასევე შეიძლება ვითანამშრომლოთ მესამე მხარეებთან, მათ შორის ბიზნეს პარტნიორებთან, სარეკლამო ქსელებთან და სხვა სარეკლამო სერვის პროვაიდერებთან, ვინც აგროვებს ინფორმაციას თქვენს შესახებ ჩვენს „საიტებზე“ და სხვა საიტებზე იმისათვის, რომ გაგიწიონ რეკლამა „საიტებზე“ და ნებისმიერ ადგილას ონლაინ თქვენი ძიების ისტორიისა და თქვენი ინტერესების, პრეფერენციებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით. ქუქი ფაილები ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენთვის სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით თქვენი საძიებო მოქმედებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ამ მესამე მხარეების კონფიდენციალობის პრაქტიკაზე და მოცემული „პოლიტიკა“ აღნიშნული მესამე მხარეების საინფორმაციო პრაქტიკაზე.

ზოგიერთი მესამე მხარე აგროვებს ინფორმაციას ჩვენი „საიტების“ მომხმარებლების შესახებ ჩვენს „საიტებზე“ და ნებისმიერ ადგილას, მათ შორის ბრაუზერებსა და მოწყობილობებზე პერსონალიზებული რეკლამის განსათავსებლად. ამ მესამე მხარეებმა შეიძლება გამოიყენონ ჩვენს „საიტებზე“ შეგროვილი ინფორმაცია თქვენს ინტერესებთან დაკავშირებით ვარაუდების გასაკეთებლად იმისათვის, რომ გაგიკეთონ რეკლამები (ჩვენგან და სხვა კომპანიებისგან) ინტერნეტში. ზოგიერთი მესამე მხარე შეიძლება მონაწილეობდეს მრეწველობის განვითარების პროგრამებში, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ მისცეს მომხმარებელს არჩევანის საშუალება, მიიღოს მიზნობრივი რეკლამა. მობილურ მოწყობილობებზე აპლიკაციებისა და ვებ-გვერდების გამოყენებას შორის განსხვავების გამო, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მობილურ აპლიკაციებში მიზნობრივი სარეკლამო ტექნოლოგიების გასათიშად. ბევრი მობილური მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ, უარი თქვათ მიზნობრივ რეკლამაზე მობილური აპლიკაციებისთვის, მობილურ აპლიკაციაში ან თქვენს მობილურ მოწყობილობაში პარამეტრების გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ შეამოწმოთ თქვენი მობილურის პარამეტრები. თქვენ ასევე შეგიძლიათ წაშალოთ ჩვენი აპლიკაციები წაშლის სტანდარტული პროცესის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენს მობილურ მოწყობილობაზე ან „marketplace“-ის აპლიკაციაში.

იმ კომპანიების ბრაუზერებსა და მოწყობილობებში პერსონალიზებულ რეკლამაში მონაწილეობაზე უარის სათქმელად, რომლებიც მონაწილეობენ „ინტერნეტ რეკლამის ალიანსში“ ან „ინტერნეტში რეკლამის განთავსების ინიციატივაში“ აკრძალვის პროგრამებში, გთხოვთ ეწვიოთ „ინტერნეტში რეკლამის განთავსების ინიციატივისა“ და (//www.networkadvertising.org/choices/) და „ინტერნეტ რეკლამის ალიანსის“ (//www.aboutads.info/choices/) მიერ ოპერირებად ვებ-გვერდებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ, უარი თქვათ პერსონალიზებულ რეკლამაში მონაწილეობაზე მობილური აპლიკაციის ან თქვენი მობილური მოწყობილობის პარამეტრების გამოყენებით, მაგრამ თქვენი უარის არჩევანი შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ ბრაუზერზე ან მოწყობილობაზე, რომელსაც იყენებთ უარის დროს, ასე რომ, თქვენ უარი უნდა თქვათ თქვენს თითოეულ ბრაუზერსა და მოწყობილობაზე, თუ გსურთ გააუქმოთ ყველა მოწყობილობის დაკავშირება პერსონალიზებული რეკლამისთვის. ადგილობრივ ენებზე დამატებითი ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მისამართზე a href="https://www.youronlinechoices.com/">www.youronlinechoices.com/. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ იყენებთ სამრეწველო მასშტაბის უარს პერსონალიზებული რეკლამისთვის, თქვენ ისევ მიიღებთ ზოგადი ხასიათის რეკლამებს და თქვენი გამოცდილება ჩვენს „საიტებზე“ შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს.

12. ონლაინ ფორუმები.

„საიტებმა“ შეიძლება შემოგთავაზონ საჯარო საზოგადოების ფორუმები. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდით აღნიშნულ ზონებს, საჯაროა და შეიძლება წაიკითხონ, შეაგროვონ და გამოიყენონ სხვებმა, ვისაც წვდომა ექნება მასთან. აღნიშნული ფორუმებიდან თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლის მოთხოვნისთვის, მოგვწერეთ მისამართზე privacy@herbalife.com . ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვერ შევძლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა.

13. მესამე მხარის ბმულები.

„საიტები“ შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარეების შემუშავებულ და შენარჩუნებულ ვებ-გვერდებთან, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდით მესამე მხარის ვებ-გვერდებს, დარეგულირდება თითოეული ვებ-გვერდის კონფიდენციალობის პოლიტიკის პირობების შესაბამისად და ჩვენ გირჩევთ, შეისწავლოთ ამგვარი პოლიტიკა მესამე მხარის ვებ-გვერდების ოპერატორებისთვის რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებამდე. ჩვენ არ გვაქვს პასუხისმგებლობა ან ვალდებულება მესამე მხარის ვებ-გვერდების შიგთავსზე, მოქმედებასა თუ პოლიტიკაზე. ჩვენს „საიტებზე“ მესამე მხარის ვებ-გვერდების ბმულების ჩართვა არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ამგვარი ვებ-გვერდების კონტენტის, მოქმედებებისა თუ პოლიტიკის დადასტურებას.

14. მესამე მხარის ფუნქციონალური შესაძლებლობა.

„საიტებზე“ შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს იმ მესამე მხარეების გარკვეული ფუნქციონალური შესაძლებლობები, რომლებიც არ წარმოადგენენ „Herbalife“-ის შვილობილ კომპანიებს. ამ კომპანიებმა შეიძლება შეაგროვონ ან მიიღონ გარკვეული ინფორმაცია თქვენ მიერ „საიტების“, მათ შორის ქუქი ფაილების, ვებ-სიგნალებისა და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. „Herbalife“ არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული კომპანიების კონფიდენციალობის პრაქტიკაზე.

თუ თქვენ გექნებათ წვდომა მესამე მხარის სერვისებთან, როგორიცაა Facebook, Google, ან Twitter, „საიტების“ მეშვეობით, „საიტებზე“ შესასვლელად ან „საიტებზე“ სხვებისთვის თქვენი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად, აღნიშნულმა მესამე მხარის სერვისებმა შეიძლება შეძლონ თქვენ შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, „საიტზე“ თქვენი აქტიურობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შეიძლება აცნობონ თქვენს კონტაქტებს მესამე მხარის სერვისებზე თქვენ მიერ „საიტის“ გამოყენების შესახებ მათი საკუთარი კონფიდენციალობის პოლიტიკის გათვალისწინებით.

15. წინამდებარე პოლიტიკაში შესული შესწორებები.

მოცემული „კონფიდენციალობის პოლიტიკა“ უკანასკნელად განახლდა „პოლიტიკის“ დასაწყისში მითითებულ რიცხვში. „Herbalife“ იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს მოცემული „კონფიდენციალობის პოლიტიკა“. თუ ჩვენ შემოგთავაზებთ რაიმე მატერიალურ ცვლილებას, ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ უწყების საშუალებით ამ გვერდზე ცვლილების ძალაში შესვლამდე. თქვენს მიერ „საიტების“ შემდგომი გამოყენება ჩაითვლება ამ ცვლილებების მიღებად. პერიოდულად გადახედეთ წინამდებარე „კონფიდენციალობის პოლიტიკას“ იმისათვის, რომ გაეცნოთ მის მიმდინარე ვერსიას. წინამდებარე „კონფიდენციალობის პოლიტიკაში“ ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, „საიტების“ გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ყველა აღნიშნულ ცვლილებას.

16. როგორ მოვიქცე კითხვების შემთხვევაში?

„Herbalife“ სერიოზულად უდგება კონფიდენციალობის საკითხებს. კითხვების ან შენიშვნების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე: 800 West Olympic Blvd., Suite 406, Los Angeles, California 90015 (ვის: კონფიდენციალობის დეპარტამენტი.), privacy@herbalife.com , 866-866-4744.

დამატებითი კონფიდენციალურობის პოლიტიკა საქართველოსთვის

თუ საქართველოს რეზიდენტი ხართ, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას თქვენზე, გარდა Herbalife-ის გლობალური ონლაინ კონფიდენციალურობის პოლიტიკის („პოლიტიკა”) ზემოთ მოყვანილი შესაბამისი პუნქტებისა, ვრცელდება საქართველოსთვის სპეციფიკური შემდეგი დებულებები („საქართველოს დანართი”). „პოლიტიკის“ ზემოთ აღნიშნულ პუნქტებსა და ამ „საქართველოს დანართის“ დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, „საქართველოს დანართის“ დებულებები უპირატესია.

შპს Filuet Georgia (საიდენთიფიკაციო კოდი: 404388783, მისამართი: თამარაშვილის 4ა, თბილისი, 0162, საქართველო („ჩვენ") აცნობიერებს ფიზიკური პირების შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციისა და მათი ჩვენდამი ნდობის მნიშვნელობას.

პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებები

შესაძლოა, პერიოდულად გამოგიგზავნოთ აქციებთან დაკავშირებული და სარეკლამო სახის შეტყობინებები. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ ჩვენი სარეკლამო და აქციების შესახებ შეტყობინებების მიღებაზე ამ შეტყობინებების ინსტრუქციების შესაბამისად, ან, თუ მოგვმართავთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: privacy@herbalife.com.

პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შეწყდება თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში.

გაცნობებთ, რომ ჩვენთვის წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი გახლავთ შემდეგი საწარმო:

Herbalife International RS
მისამართი: ზემლიანოი ვალ, N9, სართული 12, შენობა I, ოთახები 1,3,7; 105064, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია;
უფასო ნომერი (მხოლოდ საქართველოსთვის): 0800 70 70 70;
ტელეფონი: + 7 495 729 5030

„საქართველოს დანართი“: ბოლო განახლება - [2021 წლის მაისი]

გახდი კლიენტი