27.06.2023
HERBALIFE დაბალანსებული კვების კატეგორიაში GOLDEN BRAND-ის ჯილდოს მფლობელი უკვე მეორედ გახდა
საერთაშორისო კომპანია Herbalife-მა Golden Brand-ის ჯილდო დაბალანსებული კვების კატეგორიაში უკვე მეორედ მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოში ყოველწლიურად იმართება. GOLDEN BRAND სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ 50-მდე ბრენდს ასახელებს. გამარჯვებულების გამოსავლენად, GOLDEN BRAND-ი ატარებს კვლევას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პროფესორები და ლექტორები უმაღლესი სასწავლებლებიდან, ასევე მენეჯერები, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები და ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტები. გარდა ამისა, გამოკითხვა ჩატარდა მომხმარებლებს შორისაც. ნომინირებული ბრენდები ცნობადობის, ხარისხის, პოპულარობისა და მათი კრეატიული საკომუნიკაციო კამპანიების მიხედვით შეირჩევა.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ უკვე ზედიზედ მეორე წელია ვიღებთ GOLDEN BRAND-ის ჯილდოს დაბალანსებული კვების კატეგორიაში. ეს არის არა მხოლოდ აღიარება Herbalife-ის 12 წლიანი ოპერირებისა საქართველოში, არამედ - დასტური იმისა, რომ ჩვენი მაღალი ხარისხის პროდუქცია ქართველი მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი და პოპულარულია. ეს არის ჩვენი და Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორების მთავარი მოტივაცია, რომ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა. სწორედ ამ აქტიური მუშაობის შედეგად, ძალიან მალე, ქართველ მომხმარებელს ჩვენი ყველაზე პოპულარული პროდუქტის, პროტეინის შეიკის, Formula 1-ის ახალ გემოებს შევთავაზებთ,” – განაცხადა Herbalife-ის ბიზნესის განვითარების უფროსმა მენეჯერმა კავკასიაში, ირაკლი ჩაჩანიძემ.
Herbalife 1980 წელს დაარსდა, თუმცა პროდუქცია საქართველოში ხელმისაწვდომი 2011 წლიდანაა. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანია მომხმარებელს მეცნიერების მიერ შექმნილ 2000-ზე მეტ უგემრიელეს საკვებ პროდუქტს სთავაზობს. მათ შორისაა ფორმულა 1 – Herbalife-ის ყველაზე ცნობილი პროტეინის კოქტეილი, რომელიც ქართულ ბაზარზე ის ხელმისაწვდომია 5 სხვადასხვა არომატით. წლების განმავლობაში, Herbalife-ის არაერთმა პროდუქტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ჯილდო დაიმსახურა. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ პროდუქტებს, არამედ - გადაწყვეტილებებსაც მათი მიზნების მისაღწევად. საუბარია როგორც წონის კლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე - დაბალანსებული კვების რაციონის შემუშავებაზე. ამ ეტაპზე, ქართველი მომხმარებლებისთვის 10 სხვადასხვა ტიპის, პროდუქტზე მორგებული პროგრამაა ხელმისაწვდომი.
Herbalife თანამშრომლობს მეცნიერებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან, რომელიც აკვირდება კვების ტენდენციებს და აუმჯობესებს პროდუქტების შემადგენლობას. შედეგად, ბრენდის პროდუქტები რეგულარულად ახლდება, გამდიდრებულია ვიტამინებითა და მინერალებით. ასეთი პროდუქტების კარგი მაგალითია მცენარეული ჩაი*, რომელიც საქართველოშიც ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, Herbalife უახლოეს მომავალში, საქართველოშიც გამოუშვებს ფორმულა 1-ის პროტეინის შეიკს განახლებული გემოთი.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, Herbalife ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების საშუალებასაც იძლევა. ნებისმიერ** ადამიანს შეუძლია, გახდეს Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორი და აწარმოოს საკუთარი ბიზნესი*** კომპანიის პროდუქტებით. Herbalife უნიკალურია იმით, რომ ადამიანებს აძლევს საშუალებას, ისწავლონ დაბალანსებული კვების პრინციპები, მიჰყვნენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, განავითარონ საკუთარი თავი პროფესიულად და გაზარდონ ფინანსური პოტენციალი.
Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორები აქტიურად ავითარებენ კვების 70 000-ზე მეტ კლუბს მთელს მსოფლიოში. სწორედ ასეთ კლუბებში იკრიბებიან მომხმარებლები, სვამენ პროტეინის შეიკებს, ამზადებენ კერძებს Herbalife-ის პროდუქტებით, მათივე რეცეპტების მიხედვით და ვარჯიშობენ. Herbalife-ის მსგავსი კლუბები საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში ფუნქციონირებს.
ბიზნეს შესაძლებლობების გარდა, Herbalife-ისთვის მნიშვნელოვანია CSR მიმართულებაც. კომპანიამ განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. მათ შორის, დააარსა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც წარმოდგენილია მთელს მსოფლიოში. ასევე, Herbalife-ის მნიშვნელოვანი CSR მიმართულებაა ეკოლოგია და გარემოს დაცვა. კომპანია მაქსიმალურად ამცირებს პლასტმასის გამოყენებას, იყენებს გადამუშავებულ მასალას და ამცირებს პროდუქტების შეფუთვის რაოდენობას. კომპანიის დამოუკიდებელი პარტნიორები თბილისში, Herbalife-ის გაყიდვების ცენტრში პლასტმასს გადასამუშავებლადაც აგროვებენ.
ჰერბალაიფის შესახებ
Herbalife (NYSE: HLF) საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1980 წლიდან ცვლის ადამიანის ცხოვრებას, აწვდის მათ შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს და აძლევს ბიზნეს შესაძლებლობასაც. კომპანია გთავაზობთ მაღალი ხარისხის, მეცნიერების მიერ შექმნილ პროდუქტებს, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. დამოუკიდებელი პარტნიორები უზრუნველყოფენ ინდივიდუალურ ქოუჩინგს და მხარდაჭერას, რომელიც შთააგონებს მომხმარებლებს, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ და აქტიურ წესს. კომპანიის გლობალური კამპანიის ფარგლებში, შიმშილის აღმოსაფხვრელად, Herbalife Nutrition ასევე მუშაობს იმაზე, რომ გაავრცელოს ცოდნა ამ მიმართულებით მთელს მსოფლიოში.
* შეფუთვა 102 გრ
** პირი უნდა იყოს 18 წელს ზემოთ, რათა საშუალება ჰქონდეს, განაცხადი შეიტანოს და შეუერთდეს კომპანიას, როგორც დამოუკიდებელი პარტნიორი. მინიმალური ასაკობრივი ზღვარი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.
*** შემოსავალი და ბიზნეს შესაძლებლობები ინდივიდუალურია.