Herbalife კრიშტიანუ რონალდუსთან თანამშრომლობას აგრძელებს - კომპანია სპორტსმენს კვების პროდუქტების მიმართულებით ასპონსორებს

იყავით მოვლენების საქმის კურსში

23.06.2023

Herbalife_CR_Gym_688x1024.png


Herbalife ოფიციალურად ადასტურებს, რომ ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავთან, კრიშტიანუ რონალდუსთან თანამშრომლობის ხელშეკრულება განაახლა. საერთაშორისო კომპანია, რომელიც დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით ხარისხიან პროდუქტს აწარმოებს, სპორტსმენთან 2013 წლიდან თანამშრომლობს. 
„ჩვენი კომპანია განვითარების ახალ ეტაპზეა. მოხარულები ვართ, რომ კრიშტიანუ გვიერთდება საერთო მიზნის შესრულებაში, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, დაბალანსებული კვებისა და რეგულარული ვარჯიშის გზით,“ განმარტავს Herbalife-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ჯონსონი.
კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. გუნდების შემადგენლობაში მან 34-ჯერ მოიგო ეროვნული თასი, მათ შორის, შვიდჯერ -  ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში. გარდა ამისა, მას არსენალში აქვს უეფას ჩემპიონთა ლიგის ხუთი თასი, ფიფას ოთხი გუნდური თასი, არის ევროპის ჩემპიონატისა და უეფას ერთა ლიგის გამარჯვებული. ასევე, ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. 
არანაკლებ შთამბეჭდავია სპორტსმენის პირადი ჯილდოების სიაც. რონალდუმ ხუთჯერ მოიგო ოქროს ბურთი, ოთხჯერ ევროპის ოქროს ბუცი და ორჯერ გახდა ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშე. პროფესიული კარიერის განმავლობაში, მან 830-ზე მეტი გოლი გაიტანა და გახდა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.
„უკვე 10 წელზე მეტია, Herbalife-ის პროდუქტებით ვადგენ ჩემი დაბალანსებული კვების რაციონს, რომლის მიზანია ახალი სპორტული მწვერვალების მიღწევა,“ - ამბობს კრიშტიანუ რონალდუ, - „მაქვს შესაძლებლობა, დავეხმარო სპორტსმენებს მთელს მსოფლიოში, გააცნობიერონ დაბალანსებული დიეტის მნიშვნელობა და მიაღწიონ მიზნებს. ეს ჩემთვის როგორც პირადი, ისე - პროფესიული გამარჯვებაა.”
Herbalife-ს აქვს სპორტული პროდუქტების ხაზი და ამ პროდუქტების გამოყენება რეკომენდებულია როგორც ვარჯიშის დროს, ისე - მანამდე და შემდეგ. 2013 წელს, კრიშტიანუ რონალდუსთან თანამშრომლობით, კომპანიამ შეიმუშავა Herbalife24® CR7 Drive კვების დანამატი პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისთვის, რომელთაც შედეგების გაუმჯობესება სურთ. 
Herbalife Nutrition მთელს მსოფლიოში 190-ზე მეტი სპორტსმენის, გუნდისა და სპორტული ღონისძიებების ოფიციალური სპონსორია. მეცნიერებაზე დაფუძნებული კვების ექსპერტიზისა და მაღალი ხარისხის პროდუქტების გაზიარებით, Herbalife ეხმარება სპორტსმენებს, საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ. 

გახდი კლიენტი