ყოველთვის ვხოვრობდი აქტიური ცხოვრების წესით, დავდიოდი ცეკვაზე, მსუბუქ ათლეტიზმზე, სათხილამურო სპორტზე. ჩემს ნაცნობებში ვითვლებოდი ყველაზე კარგი აღნაგობის მქონე, ენერგიულ ადამიანად. მაგრამ მქონდა ცუდი გუნება-განწყობილება და დაბალი ტონუსი, რაც საშუალებას არ მაძლევდა რომ შემესრულებინა ყველაფერი ისე, როგორც მინდოდა. დილაობით მიჭირდა გაღვიძება, სადილის დროს მიდრეკილება მქონდა ძილისკენ, საღამოს კი არაფერზე აღარ მყოფნიდა ენერგია. წლიდან წლამდე, თანდათან კარგი აღნაგობა მეცვლებოდა უფრო სრული ფორმებით. 2014 წელს მოვხვდი ჯანსაღი წესით ცხოვრების კლუბში.
დაბალანსებული რაციონის პრინციპები და იმ ადამიანების შედეგები, რომელთაც საკუთარ მიზანს მიაღწიეს, შთამაგონა, რომ გავერთიანებულიყავი მხარდამჭერთა ჯგუფში. დავიწყე რეგულარული სიარული კლუბში, შევიცვალე კვებითი ჩვევები, გავიცანი ამ სფეროს ექსპერტები და შევიტყვე უფრო მეტი საკუთარი ორგანიზმის შესახებ. ეს მიქმნიდა მოტივაციას რომ შემეცვალა საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ! ეხლა ვგრძნობ სიმსუბუქეს, ძალების და ენერგიის მოზღვავებას. ეხლა უკვე ადვილია ჩემთვის დილით გაღვიძება და დღის დაწყება დაბალანსებული საუზმით! სხეულის ფორმები გამიუმჯობესდა, დავიკელი ზედმეტი წონა და მომემატა კუნთოვანი მასა. 27 წლის ასაკში გამოვიყურები 22 წლის ახალგაზრდაზე უკეთ. ამ ყველაფერს უნდა ვუმადლოდე სწორ კვებას, ჯანსაღი წესით ცხოვრების კლუბს და ჩემს Herbalife-ის პერსონალურ კონსულტანტს.