რას ნიშნავს პირდაპირი გაყიდვები

რას ნიშნავს პირდაპირი გაყიდვები?

პირდაპირი გაყიდვების პრაქტიკა დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. ამჟამად იგი დინამიურად განვითარებადი ინდუსტრიაა, რომელშიც მუშაობენ როგორც წამყვანი მსოფლიო ბრენდები, ისე მცირე კომპანიები.

პროდუქტების და მომსახურების სპექტრი, რომელთა შეთავაზება მომხმარებლისთვის ხდება პირდაპირი გაყიდვების ხაზით, მოიცავს საიუველირო ნაწარმს, ჭურჭელს, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, საყოფაცხოვრებო საქონელს და ისეთ პროდუქტებსაც კი, რომლებიც მიეკუთვნება ენერგეტიკის და დაზღვევის სფეროს. პირდაპირი გაყიდვების კომპანიების ერთობლივი წლიური გამომუშავება შეადგენს 180 მლდრ. აშშ დოლარს. დღეისთვის აღნიშნულ ინდუსტრიაში ჩართულია ას მილიონზე მეტი ადამიანი.

უპირატესობა მომხმარებელთათვის

საცალო ვაჭრობისგან განსხვავებით, პირდაპირი გაყიდვების გზით საქონლის და მომსახურების შეთავაზება ხდება არა სტაციონარულ სავაჭრო ობიექტებში, არამედ პირადი კონტაქტის დროს. პირდაპირი გაყიდვების კონსულტანტი ამყარებს მჭიდრო პირად ურთიერთობებს პოტენციურ კლიენტებთან, წარმოადგენენ პროდუქტის შესახებ დეტალურ პრეზენტაციას, ასევე ანხორციელებენ მიწოდებას და გასცემენ გარანტიებს. სოციალური ქსელის განვითარების საუკუნეში, როდესაც მომხმარებელი სულ უფრო მეტად აფასებს საკუთარ დროს და ინდივიდუალურ მიდგომას, ამგვარი პერსონიფიცირებული სერვისი განსაკუთრებულად აქტუალი ხდება.

უპირატესობა კონსულტანტებისთვის

მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში აკეთებს არჩევანს პირდაპირი გაყიდვების სასარგებლოდ. ზოგს მოსწონს კომპანიების მიერ შეთავაზებული საქონელი და მომსახურება, სხვები წყვეტენ რომ პროდუქტების რეალიზაცია შესთავაზონ მეგობრებს, ნათესავებს და ნაცნობებს და მიიღონ საკომისიო მათი გაყიდვებიდან. ყველაზე წარმატებული კონსულტანტი საკუთარ ბიზნესს აფართოებს დამოუკიდებელი პროდუქციის გამავრცელებლების ქსელის შექმნის გზით და იქმნიან სრულყოფილ კარიერას ამ ინდუსტრიაში. პირდაპირი გაყიდვების დამოუკიდებელი ბიზნესის წამოწყებისთვის საჭირო დანახარჯები წარმოუდგენლად მცირეა ფრანჩაიზინგთან შედარებით, ხოლო რისკები მინიმალური.

Herbalife

Herbalife-ი შედის მსოფლიოში პირდაპირი გაყიდვების კომპანიების სამეულში და არის ლიდერი დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის სფეროში. ჩვენ პროდუქცია წარმოდგენილია 95-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მათმა ხარისხმა არაეთხელ მიიღო ექსპერტთა წრეების მიერ მაღალი შეფასება. მას შემდეგ რაც Herbalife-ი შეუერთდა პირდაპირი გაყიდვების საერთაშორისო ასოციაციას, ცალსახად იცავს მის მიერ დადგენილ ეთიკის კოდექსს, რომელიც მოწოდებულია მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და პატიოსანი კონკურენციული გარემოს უზრუნველსაყოფად.

Herbalife-ის ბიზნეს-მოდელი – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიაში. კომპანიის ბრუნვის დაახლოებით 73% უკან უბრუნდება დამოუკიდებელ პარტნიორებს ანაზღაურების და ჯილდოების სახით. კომპანია ანხორციელებს ასევე ყველაზე თანამედროვე შემსწავლელ პროგრამებს, მათ შორის საერთაშორისო ტრეინინგებს მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით, უზრუნველყოფს მუდმივ უკუკავშირს, სარეკლამო და საინფორმაციო მხარდაჭერას.
გახდი კლიენტი