ხარისხის კონტროლი

Herbalife-ის ყველა პროდუქტი იწარმოება ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან მკაცრ შესაბამისობაში.

Herbalife-ის პროდუქციის წარმოების პროცესი შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკის სათანადო მოთხოვნებს, მათ შორის GMP-ს (Good Manufacturing Practice), რომლებიც წარმოადგენს ნორმების და წესების საერთაშორისო სისტემას, სამკურნალო საშუალებების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, სამედიცინო ნაკეთობების და სურსათის წარმოებასთან მიმართებაში, იგი ასევე შეესაბამება სურსათის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის „საკონტროლო კრიტიკულ წერტილებში არსებული რისკების ანალიზი“(HAССP) მოთხოვნებს.

HAССP-ის სისტემა - ესაა დოკუმენტების, საწარმოო პროცესების და რესურსების ორგანიზაციული სტრუქტურის ერთობლიობა, რაც ემსახურება კონცეფციის რეალიზაციას და ითვალისწინებს პროდუქციის უსაფთხოებაზე არსებითი ზეგავლენის მქონე ფაქტორების სისტემატიურ იდენტიფიკაციას, შეფასებას და მართვას. ევროკავშირში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში HAССP-ის სისტემა სავალდებულო გახდა სურსათის მწარმოებელ და მათთან გათანაბრებულ ყველა საწარმოსთვის. 2013 წლის ივლისიდან HAССP-ი გახდა სავალდებულო სისტემა რუსეთში, ყაზახეთსა და ბელარუსში სურსათის წარმოების სფეროში. Herbalife-ის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი ახდენს ხარისხის მაღალი სტანდარტების და უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი კომპანიის პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფას, თანახმად წარმოების ორგანიზაციის და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო წესებისა.

კომპანია Herbalife-ი მოქმედებს იმ ქვეყნების კანონმდებლობების სრულ შესაბამისობაში, სადაც ვრცელდება ჩვენი პროდუქცია. ლიცენზირების განყოფილება უზრუნველყოფს პროდუქციის შესაბამისობის კონტროლს აუცილებელ რეგულატორულ მოთხოვნებთან, ასევე ანხორციელებს პროდუქციის შესაბამისობის დადასტურებას სახელმწიფო რეგისტრაციის, დეკლარირების და სერტიფიცირების ფორმით (მაგალითებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე).

სახელმწიფო რეგისტრაციის ფარგლებში ლიცენზირების განყოფილება თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან, მათ შორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურთან („Роспотребнадзор“) ექსპერტიზის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან: „კვების და ბიოტექნოლოგიების ფედერალურ კვლევით ცენტრთან („НИИ Питания РАМН“) და „Роспотребнадзор“-ის ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიის ფედერალურ ცენტრთან, ასევე აკრედიტირებულ კვლევით ლაბორატორიებთან.

დღეისათვის კომპანია თანამშრომლობს დიდი რაოდენობით სამრეწველო, სავაჭრო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, გახლავთ დიეტური პროდუქციის/ სურსათის მწარმოებელთა საერთაშორისო ალიანსის დამფუძნებელი (IADSA), არის პირდაპირი გაყიდვების მსოფლიო ასოციაციის წევრი. 1998 წლიდან Herbalife-ი გახლავთ რუსეთის პირდაპირი გაყიდვების ასოციაციის წევრი, ასევე ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მწარმოებელთა კავშირის აქტიური წევრი, AEB-ის (ევროპული ბიზნესის ასოციაცია) წევრი, ხოლო 2010 წლიდან - დიეტოლოგების და ნუტრიციოლოგების ეროვნული ასოციაციის (НАДН, რუსეთი) წევრი.

გახდი კლიენტი