კოქტეილი ფორმულა 1-ის კლინიკური კვლევები აშშ-ში

კვლევის მიზანი - ცილით გამდიდრებული საკვების შემცვლელების ეფექტურობის დამტკიცება გახდომის და სხეულის ოპტიმალური მასის შენარჩუნების საშუალება. ხელმძღვანელი - ჟაოპინგ ლი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტის კლინიკური კვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

კვლევა მიმდინარეობდა 12 კვირის განმავლობაში; მასში ჩართული იყო ჭარბი წონის მქონე 85 ადამიანი. მონაწილეები გაიყო ორ ჯგუფად, მათ უნდა ჩაენაცვლებინათ დღის განმავლობაში 2 ძირითადი საკვების მიღება პროტეინების კოქტეილი ფორმულა 1-ით. პირველი ჯგუფის მონაწილეები იყენებდნენ ფორმულა 1-ის სტანდარტულ პორციას (2 კოვზი ნაზავი), მაშინ როცა მეორე ჯგუფი - გაორმაგებულ პორციას.

12 კვირის განმავლობაში კვლევის მონაწილეებმა საშუალოდ 4 კგ-ით დაიკლეს, რითიც დაამტკიცეს წონის კონტროლის მიზნით ცილოვანი კოქტეილების გამოყენების ეფექტურობა. ამასთან, იმ მონაწილეებმა, რომლებიც გაორმაგებულ პორციას ღებულობდნენ, მეტი ცხიმოვანი მასა დაიკლეს, ვიდრე სტანდარტულ პორციაზე მყოფებმა.

კვლევამ დაადასტურა, რომ ცილის შემცველ სტანდარტულ საკვებთან შედარებით ცილით გამდიდრებული საკვების შემცვლელები არა მხოლოდ განაპირობებს გახდომის შედეგების საგრძნობ გაუმჯობესებას, არამედ საშუალებას იძლევა რომ კლება მოხდეს ცხიმოვანი და არა კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზე. კლინიკური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ "Nutrition Journal"-ის (კლინიკური კვება) აგვისტოს გამოცემაში. დაწვრილებით ინფორმაციას კვლევის შედეგებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:  www.nutritionj.com/content/7/1/23

გახდი კლიენტი